Sunday, September 23, 2012

რაში გვჭირდება თავისუფლება?

ეს პოსტი 13 სექტემბერს დავწერე. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი რომ მის გამოქვეყნებას გავბედავდი. მაგრამ აი გავბედე როგორც იქნა და გადავწყიტე ბლოგის წერა.

რამდენიმე დღის წინ პაატა ქურდაძის ნაწერებს ვკითხულობდი, სადაც იგი ამბობს, რომ მისი თაობა, ჩემს თაობაზე უკეთესი გამოდგა. ამის საფუძვლიანი მაგალითები მოჰყავდა და მეც სერიუზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ჩემმა თაობამ ერისათვის ისეთი, რაც მას ძალიან ჭირდება. და აი რა დასკვმამდე მივედი:

რაში გვჭირდება თავისუფლება როგორც ქვეყანას?

მგონი, ეს ყველაზე მთავარი შეკითხვაა, რომელზეც დღეს უნდა ვიფიქროთ.  რა საჭიროა ან რისი მომტანია ის თავისუფლება, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ერი გავხლიჩოთ, ადამიანებს ერთმანეთი შევაძულოთ და საზოგადოება მუდმივად ბრბოს ნიშნებით დატვირთულ შეანერთად ვაქციოთ?

იქნებ არ გვჭირდება ეს თავისუფლება და მონობაში უკეთ ვურთიერთობთ ერთმანეთთან? მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს, მეტად გვიყვარს. თუ თავისუფლება საერთოდ გვანაგურებს და გვშლის როგორს ერს, იქნებ არ გვჭირდება ეს თავისუფლება.

მგონია, რომ სანამ ჩემი თაობა არ გაიაზრებს და პასუხს არ გასცემს ან უკეთ რომ ვთქვა, თავს არ გაათმევს  დილემას სახელად: "თავისუფლება რაღაცისგან" და "თავისუფლება რაღაცისთვის"  მანამდე ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ერთსადაიმავე სცენარს გავიმეორებთ - აშენებულს დავანგრევთ, მერე ავაშენებთ, მერე ისევ დავანგრევთ და ასე შემდეგ.

ყველაზე მთავარი ჩემი თაობისათვის, ალბათ არის იმის დანახვა და ჩამოყალიბება, თუ რას ვუშვრებით ამ თავისუფლებას, რომელიც წინა თაობებმა გადმოგვცეს. იოლად მათთან ეს არ მოსულა, ყველამ კარგად ვიცით. ხო და, რას ვუპირებთ ამ თავისუფლებას? რისთვის ვიყებეთ? რა გვინდა ამ თავისუფლებით რომ გავაკეთოთ?

რისთვის გვჭირდება ეს თავისულება? - აი შეკითხვა, რომელზეც, მე ვთვლი, რომ ჩემი თაობა ვალდებულია გასცეს პასუხი. მაშინ კი ნამდვილად შევძლებ ვთქვა, რომ ჩემმა თაობამაც ღირებული რამ შესძინა ერს. 

Friday, January 22, 2010

წინასიტყვაობა

დიდი ხნის ფიქრისა და იდეების დუღილის შემდეგ, აზრი საქმედ ვაქციე და ქმედებაზე გადავედი.

მოგესალმები ინტერნეტ სივრცე! იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება.

ბლოგის გაკეტება, იმიტომ გადავწყვიტე, რომ უამრავი შეკითხვა მაქვს და იქნებ პასუხების მოძიებაში დამეხმარო! ან კიდევ უკეთესი, მეტი შეკითხვა გამიჩინო, რათა მეტი ვიაზროვნო. და რახან "ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ!". ხოლო ეს აზროვნება მეხმარება მეტად შევიგრძნო ჩემი არსებობა.