Sunday, September 23, 2012

რაში გვჭირდება თავისუფლება?

ეს პოსტი 13 სექტემბერს დავწერე. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი რომ მის გამოქვეყნებას გავბედავდი. მაგრამ აი გავბედე როგორც იქნა და გადავწყიტე ბლოგის წერა.

რამდენიმე დღის წინ პაატა ქურდაძის ნაწერებს ვკითხულობდი, სადაც იგი ამბობს, რომ მისი თაობა, ჩემს თაობაზე უკეთესი გამოდგა. ამის საფუძვლიანი მაგალითები მოჰყავდა და მეც სერიუზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ჩემმა თაობამ ერისათვის ისეთი, რაც მას ძალიან ჭირდება. და აი რა დასკვმამდე მივედი:

რაში გვჭირდება თავისუფლება როგორც ქვეყანას?

მგონი, ეს ყველაზე მთავარი შეკითხვაა, რომელზეც დღეს უნდა ვიფიქროთ.  რა საჭიროა ან რისი მომტანია ის თავისუფლება, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ერი გავხლიჩოთ, ადამიანებს ერთმანეთი შევაძულოთ და საზოგადოება მუდმივად ბრბოს ნიშნებით დატვირთულ შეანერთად ვაქციოთ?

იქნებ არ გვჭირდება ეს თავისუფლება და მონობაში უკეთ ვურთიერთობთ ერთმანეთთან? მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს, მეტად გვიყვარს. თუ თავისუფლება საერთოდ გვანაგურებს და გვშლის როგორს ერს, იქნებ არ გვჭირდება ეს თავისუფლება.

მგონია, რომ სანამ ჩემი თაობა არ გაიაზრებს და პასუხს არ გასცემს ან უკეთ რომ ვთქვა, თავს არ გაათმევს  დილემას სახელად: "თავისუფლება რაღაცისგან" და "თავისუფლება რაღაცისთვის"  მანამდე ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ერთსადაიმავე სცენარს გავიმეორებთ - აშენებულს დავანგრევთ, მერე ავაშენებთ, მერე ისევ დავანგრევთ და ასე შემდეგ.

ყველაზე მთავარი ჩემი თაობისათვის, ალბათ არის იმის დანახვა და ჩამოყალიბება, თუ რას ვუშვრებით ამ თავისუფლებას, რომელიც წინა თაობებმა გადმოგვცეს. იოლად მათთან ეს არ მოსულა, ყველამ კარგად ვიცით. ხო და, რას ვუპირებთ ამ თავისუფლებას? რისთვის ვიყებეთ? რა გვინდა ამ თავისუფლებით რომ გავაკეთოთ?

რისთვის გვჭირდება ეს თავისულება? - აი შეკითხვა, რომელზეც, მე ვთვლი, რომ ჩემი თაობა ვალდებულია გასცეს პასუხი. მაშინ კი ნამდვილად შევძლებ ვთქვა, რომ ჩემმა თაობამაც ღირებული რამ შესძინა ერს. 

4 comments:

  1. ნინო, არ ვიცი, რამდენად ახლა ღირს მე გიპასუხო მაინცდამაინც. კი ეგ მნიშვნელოვანი შეკთხვაა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენმა თაობამ გაიაზროს ფასეულობები, რომლითაც ჩვენ,როგორც საზოგადოებამ უნდა ვიცხოვროთ. და იცი რატომ? ამ ბოლო დროს სასწაული მოსაზრებები მოვისმინე შერჩევითი ადამიანის უფლებების შესახებ. ეს იმას მიუთითებს, რომ ჩვენ ისევ ავტორიტარული ქვეყნის მოქალაქეებივით ვაზროვნებთ და ჩვენთვის ფასეულობა ადამიანის უფლებები და ღირსებები არაა. ჩვენი თაობის ყველაზე დიდი მიღწევა იქნებოდა დეკლარირებული ფასეულობების რალობაში გატარება დაგვეწყო როგორღაც, მათ შორის თავისუფლების.

    გითხარი მე შენ, არ უნდა დამეწერა ახლა რამე... ძალიან მტკივა რაც ხდება და ამ ნაჭუჭიდან ვერ გამოვდივარ. მერე ვნახოთ, სხვა დროს :)

    ReplyDelete
  2. Nin, mapatie Latinuri shriftit rom vcer (veraprit gadavikvane Kartulze). Natikos unda davetanxmo - Faseulobebis ardafasebashia mtavari sakme, zaglis tavi chemtvis scored mand marxia. faseulobebi ki dedis muclidan ar dagvkveba adamianebs, amas agzrda da shroma schirdeba. Ai saidan da rogor unda davickot am faseulobebis AGZRDA mtels mosaxleobashi, namdvili gitxra jer ar vici.
    Me da Rokis gvkonda ertxel kamati amis taobaze, ogond Amerikuli realobidan gamomdinare, da Rokim tkva rom ertaderti gamosavali romelsac xedavs aris Benivalenturi diktatori - roca kvekana mzad ar aris nebakoplobit aketos is, rac mistvis kargia, da sabavshvo bagis stadiidan ar gamodis, sachiroa mzrunveli da mosikvarule Mshobeli, romelic amas gaaketebinebs. magram, es xom imis agiarebaa rom Diktatori gvchirdeba!!!! Xoda arc gvelevian egetebi, egaa rom arc erti gamodga BRzeni da Mzrunveli. Ra gitxra chemo megobaro, sulierad zalian mzime periodi gvidgas kvelas da galiashi gmomckvdeulebivit vaskdebit kedlebs. Mtkiva, uzomod mtkiva rom Kvisagan, romlisganac sheizleboda arachveulebrivi Kandakebis gamokveta, chven mxolod imis gamochorkna movaxerxet, ris danaxvazec tavad gvzaravs.

    Gamosavali rashia jer ar vici.... Piradad me ra cvlili unda shevitano eris gajansageba-gadarchenashi - bundovnad vxedav... Michirs.... Iseve rogorc tkven...

    ReplyDelete
  3. მე ძალიანმ მტკივა, რომ მთელი ჩეი გააზრებული ბავშვობა - რომელიც შედგებოდა, 9 აპრილისაგან, 2 სამოქალაქო ომისაგან, უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემისაგან - იმას შეეწირა რომ დღეს ისევ ქართელი ქართველს ასე ექციეოდეს. ჩემს თაობას ბევრი რამ არ ქონია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვდიოდით და ამან უამრავი ქართველისგან მსხვერპლი მოითხოვა და რისთვის ეს ყველაფერი? რომ დღეს იმ კადრებს ვუყურო ციხეში როგორ ექცევა ქართველი ქართველს?!!!!! ამისთვის გამოვედით საბჭოთა კავშირიდან? ამისთვის მოხდა 9 აპრილი? 2 სამოქალაქო ომი და 2008 წელი?

    ყოველთვის მასხოვს ხოლმე, რომ იმისათვის რომ მე მშვიდობიანად მეძნოს და ქართულად ვლაპარაკობდე და ბევრი რამ მქონდეს (რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არც კი ვაფასებ!) ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე შესწირა. რამდენი ადამიანი დაიღუპა იმისათვის რომ მე დღეს საქართველოში ვიცხოვრო! და იმის ნაცვლად რომ მე დღეს ორმაგგი და სამმაგი პასუხისმგებლობა მქონდეს ვუყურებ როგორ ძულს ადამიანებს ერთმანეთი! რისთვის? ეს ხომ უკვე გამოვიარეთ? ზვი-ა-დი! ე-დუ-არდი! მი-შა! აღარ მინდა ისევ ერთ ადამიანს დავაკისრო მთელს ქვეყანაზე პასუხისმგებლობა და მერე ისევ მისი სახელი ვიყვირო! აღარ მინდა!

    ReplyDelete
  4. თავისუფლება ფულივითაა - საჭიროა მაგრამ არა საკმარისი. იმჰო ჩვენ რაც გვჭირდება არის საერთო საზოგადოებრივ ფასეულებებზე შეთანხმება რომლებიც მორგებული იქნება დღევანდელ რეალობებს და საზოგადოებას (ერს, ქვეყანას) კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიოში.
    თორემ აგერ ზვიადი კი არა გაცილებით უფრო მარტივ საკითხზე ვერ შევთანხმებულვართ - გრეჩიხა კაი ბიჭია თუ არა? :)

    ReplyDelete